შსს-ს ინფორმაციით რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული. უწყების ცნობით, შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. დაკავებები გუშინ საღამოს დაიწყო, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს დაპირისპირება მოჰყვა.
უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს გაფრთხილება არაერთხელ მიეცათ, თუმცა მათ ქუჩა არ გაათავისუფლეს. ამასთან, შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, პოლიციამ ხულიგნობის მუხლით დააკავა.
შსს-ს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისგან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე