საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

24 ოქტომბერი 2025, 10:01 78 ნახვა

ისტორიაში პირველად საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ჩატარდება. 25 ოქტომბერს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე  ისაუბრეს.

მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპორტსმენები 25 ქვეყნიდან.

გამარჯვებული სპორტსმენებისთვის განსაზღვრულია საპრიზო თანხების გადაცემა შემდეგი ოდენობით: I ადგილი - 20 000 აშშ დოლარი; II – 10 000 აშშ დოლარი; III – 5 000 აშშ დოლარი. ჩემპიონატი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე