აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა კვლავ იყაროს კენჭი. „ბიბისისთან“ ინტერვიუში, ჰარისმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მომავალში თავს პოლიტიკაში ისევ ხედავს და დარწმუნებულია, რომ მომავალში თეთრ სახლში ქალი იქნება. ინტერვიუს დროს მან მოქმედი პრეზიდენტი ტირანად მოიხსენია და თქვა, რომ გასული წლის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში მის მიერ გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადებები ტრამპის შესახებ გამართლდა.