საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში BATUMI OPEN 2025

25 ოქტომბერი 2025, 20:12 142 ნახვა

6 ოქროს, 8 ვერცხლისა და 18 ბრინჯაოს მედალი, - ასეთია კონტაქტურ კარატეში საქართველოს ჭაბუკთა და იუნიორთა ნაკრების დღევანდელი მონაგარი BATUMI OPEN-2025-ზე. შეჯიბრებაში 13 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილს იკავებს და თუ ხვალ აბსოლუტურ წონაში ქართველი მებრძოლი გაიმარჯვებს, გუნდურ პირველ ადგილზე გავა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ პირველად გაიმართება ბათუმის „გრან-პრი“ ერთ, - გაერთიანებულ, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, რომელშიც 32 ვაჟი და 25 გოგო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპისა მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები. ხვალვე გაიმართება 18 წლამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონატიც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე