ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა-ხულო

30 ოქტომბერი 2025, 12:08 436 ნახვა

მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა ხულოშიც.  საკრებულოს თავმჯდომარედ რენარ ბოლქვაძე აირჩიეს, რომელსაც მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილეები ჯუმბერ დიმიტრაძე, თამაზ აბაშიძე და ავთანდილ მახარაძე. დარეგისტრირდა ფრაქციები და  ჩამოყალიბდა კომისიები. ხულოს საკრებულო 28 წევრიანია. მათგან 26 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ხოლო ორი მანდატი ოპოზიციურ პარტიებს „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ეკუთვნის. „ლელოს“ პარტიიდან საკრებულოს წევრმა ბესიკ შაინიძემ თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან, ხოლო გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი თეონა შავაძე სხდომას არ დასწრებია.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე