ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი

03 ნოემბერი 2025, 14:04 117 ნახვა

ხვალიდან თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი ''ოპერა გროუვნ'' გაიმართება. წელს კონკურსში მსოფლიოს 22 ქვეყნიდან 41 ახალგაზრდა მომღერალი მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები არიან.

პროექტის ორგანიზატორი და მასპინძელი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე