პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში ამ წუთებში მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება. პროექტს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარუდგენს. მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35-ნახევარი მილიარდი ლარია. მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდილი დაფინანსება, რომელიც 800 მილიონს აჭარბებს.