ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე, მაღალი ტალღების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 15 . euronews-ის ინფორმაციით, კანარის არქიპელაგს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რამაც დიდი ტალღები გამოიწვია. ექსპერტები განმარტავენ, რომ ტალღების სიმაღლე 4 მეტრამდე აღწევს.
მედიის ინფორმაციით, ძლიერი ტალღების შედეგად ადამიანები კუნძულის სხვადასხვა სანაპიროზე დაიღუპნენ. მედიის ინფორმაციით, გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანები სანაპირო ზონაში მაინც გავიდნენ, რა დროსაც მათ ძლიერმა ტალღამ დაარტყა და პირსიდან გადაყარა.