სარკინიგზო ავარია სლოვაკეთში - ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. კლინიკაში მოთავსებული მგზავრებიდან 9-ის მდგომარეობა მძიმედ ითვლება. შემთხვევა ბრატისლავას და პეზინოკს შორის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის მიზეზებზე გამოძიება დააიწყო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს სლოვაკეთში მომხდარი უკვე მეორე სარკინიგზო ავარიაა.