გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

13 ნოემბერი 2025, 12:05 108 ნახვა

ორ საქმეზე სამი მუხლით დაწყებული გამოძიება- გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო,  დღეს იმსჯელებს. ცნობილია,რომ ჩორჩანის საქმეზე  სასამართლო პროცესი სამის ნახევარზე ჩაინიშნა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ბრალი ოფიციალურად დაუსწრებლად წარედგინა. პროკურატურამ დაცვის მხარეს გადასცა შესაბამისი მტკიცებულებებიც. 

ექსპრემიერს ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

საქმე 2019 წლის ივნისის მოვლენებსა და ჩორჩანას ეპიზოდს ეხება. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს ის ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას ეხება.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ, რის შედეგადაც საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.

წაყენებულ ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს ყოფილი პრემიერის ადვოკატი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე