ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას, შარტავას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა.
თვითმხილველთა თქმით, მანქანა ქვეითს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო