თურქული მედია წერს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, როგორც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესაძლებლობაზე, ასევე მისი ჩამოგდების რისკზე.
თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სათადარიგო ნაწილები იყო, თუმცა ტვირთში არ იყო საბრძოლო მასალა ან ასაფეთქებელი ნივთიერებები, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში, საერთო ჯამში, ექვსი ტონა ტვირთი იყო.