ღვინის გამოფენა ნიუ-იორკში

13 ნოემბერი 2025, 12:40 113 ნახვა

აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში ,,RAW Wine NYC” -ში  ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე საოჯახო მარანი მონაწილეობდა. 

ღვინის გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებაზე ტრადიციულად მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან. 

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მხოლოდ წელს   ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე