ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების მინისტრი ჰუავეის სათავო ოფისს ესტუმრა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მინისტრს კომპანიის საქმიანობა, უახლესი გამოგონებები და ის ინოვაციური პროექტები გააცნო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარესთან პარტნიორობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ჰუავეი თბილისის ერთ-ერთ სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას.