ბათუმში ორდღიანი ბიზნეს იდეების გენერირების ვორკშოში მიმდინარეობს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრებზე, მონაწილეები იმუშავებენ თავიანთ იდეებზე და მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას - როგორ გადაიქცეს იდეა რეალურ პროექტად.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდება საუკეთესო გუნდები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ პრე-აქსელერატორის პროგრამას და განავითარონ თავიანთი იდეები შემდეგ ეტაპზე.
ბიზნეს იდეების გენერირების ვორკშოპები აჭარის 6-ივე მუნიციპალიტეტში გაიმართება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა და ადგილობრივმა მეწარმეებმა შეძლონ საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარება, ინოვაციური აზროვნებისა შესწავლა, ასევე ბიზნეს იდეების გენერირების უნარების დახვეწა.