ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

30 წუთის წინ 57 ნახვა

პარლამენტში ხვალიდან საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა გაგრძელდება. მმართველი გუნდის ინიციატივა კომიტეტებზე გადის.

ახალი რედაქციის მიხედვით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი.

თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნებიც, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები.

ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია. მმართველ გუნდს კი საკუთარი არგუმენტები აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში