ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი განიხილეს.
როგორც მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, მხარეებმა დოკუმენტს ხელი ანკარაში 9 ოქტომბერს მოაწერეს და მისი მიზანი ქართულ და თურქულ მხარეებს შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბებაა.
„ოქმი მხარეთა შორის თანამშრომლობას არეგულირებს, რაც სასწავლო პროგრამებში მონაწილეობასა და მხარეთა სამხედრო/სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ოქმის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.