ვატიკანში საქართველოს ვიზიტი დაიწყო. ამ წუთებში ირაკლი კობახიძე რომის პაპს, ლეო XIV-ს ხვდება. კომენტარი მედიისთვის აუდიენციის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძე ვატიკანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთანთანაც.
გეტყვით, რომ წმინდა საყდარი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებიდან, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური მისია გახსნა თბილისში.