ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში თელავში გრძელდება ურბანული ინფრასტრუქტურის განახლება.
დასკვნით ეტაპზეა ძმები პაპუაშვილებისა და ბალარჯიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს სოლომონ ლეონიძის, გვირაბისა და ვაჩნაძის ქუჩების აღდგენა.
მოწესრიგდა საჰაერო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდა ღობეები და შეიცვალა გარე განათების ბოძები. ასევე, მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და თანამედროვე, პიაცის ტიპის დასასვენებელი სივრცის მოწყობა.
