ქობულეთში არსებულმა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები ციტრუსის მისაღებად მზად არის.
ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება ორ სხვადასხვა საწარმოში შეეძლებათ. 1 კილოგრამის ფასი კი 40 თეთრი იქნება.
არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფოს სუბსიდია 35 თეთრია, ხუთ თეთრს კი საწარმო იხდის.