ქობულეთი სოციალური სახლის მშენებლობა

26 ნოემბერი 2025, 19:44 250 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული, სადაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 126 ეკომიგრანტი მიიღებს ბინებს.

პროექტი 2025 წელს დაიწყო და 2028 წელს დასრულდება, რისთვისაც 23-მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. მშენებარე პროექტისთვის 2026 წლის ბიუჯეტში დამატებით 4-მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 

ადგილზე შენდება 2 კორპუსი, 127 ბინაზე გათვლილი, რომელსაც ის ბენეფიციარები მიიღებენ ვინც ამჟამად ქირით ჰყავს მუნიციპალიტეტს გაყვანილი. ბინები სულადობის და კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით გაიცემა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი