ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ცესკოსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის. მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესებში ინოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ასოციაციის წევრთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას.
მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანამშრომლობენ ასოციაციაში გასამართი მართვის ორგანოების არჩევნების საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზების და ჩატარების პროცესში.
