პროტესტის ერთწლიან პერიოდში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული.
მათგან 300-მდე წელს, 100-მდე კი - 2024 წლის ბოლო 1 თვეში. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ დაშინებას, დამცირებასა და დისკრედიტაციას.
გარდა ამისა, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტექნიკა დაუზიანეს ან/და ჩამოართვეს არაერთ ჟურნალისტს.
კიდევ ერთი ტენდენცია კი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაჯარიმებაა.
