გია აბულაძე ''ქართული ოცნების'' დეპუტატს - ''ეს ყველაფერი ივანიშვილის კუკლების თამაშია''

14 ივნისი 2017, 00:00 4433 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებს შორის ინციდენტი მოხდა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია აბულაძემ ბიუროს სხდომა ხმაურით დატოვა. კამათი აჭარიდან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ, ხეების გადატანის საკითხს მოჰყვა. 

გია აბულაძე ''ქართული ოცნების'' დეპუტატს ''ივანიშვილის კუკლები'' უწოდა: "ეს ყველაფერი ივანიშვილის კუკლების თამაშია"  - ამ სიტყვებით დატოვა ბიურო დეპუტატმა.  რეპლიკას "ქართული ოცნების დეპუტატის" პასუხი მოჰყვა: "ახლა მართლა გასახევი გაქ ცხვირი" - ასე გამოეხმაურა ნაცმოძრაობის წევრს "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი რომანაძე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში