საბერძნეთში ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს

17 ივნისი 2017, 00:00 1451 ნახვა

საბერძნეთში საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დააკავეს. როგორც ბერძნული მედია იუწყება, ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ცხრა პირი დააკავეს: ორი ბერძენი, სამი პაკისტანელი, ორი ქართველი, ერთი ყაზახი და ერთი ბანგლადეშელი.

მათ ბრალად ედებათ ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ კანონის დარღვევა. პოლიციელებმა დაკავებულების ჩხრეკისას აღმოაჩინეს 37 აბი ნარკოტიკული ნივთიერება და მცირე რაოდენობით მეტამფიტამინი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი