ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა - სასამართლო გადაწყვეტილება

25 ოქტომბერი 2025, 12:10 113 ნახვა

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს პირველი არხის, „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
პროკურატურა ირაკლი წულაიას, გიორგი დუშენკოს, მარიამ ოთინაშვილის, თამარ კორტავას, ინგა პაპუნაშვილი-გაბელიას, ვახტანგ გაბელაიას და ალექსანდრე ცნობილაძის მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა დაცვის მხარე.
შვიდი პირიდან ექვსს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ერთს კი ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში ედება ბრალი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე