ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის ახალი რედაქციით ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად იზრდება

29 ივნისი 2017, 00:00 1952 ნახვა

დღეს საკონსტიტუციოს სასამართლო სარგებლობს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუტციო სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს ხელისუფლების, განსაკუთრებით პარლამენტის ზრუნვის საგანი და პარლამენტი მოწოდებულია, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ქმედითი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად ახორციელებს.

"საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, დგინდება საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე; იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, კერძოდ, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს და გენერალურ აუდიტორს ენიჭებათ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილება; კონსტიტუციის დონეზე მყარდება კონკრეტული ნორმათა კონტროლის პროცედურა; კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოითხოვს კონსტიტუციური მართლმსაჯულების საკითხთა ორგანული კანონით მოწესრიგებას და ა.შ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით მნიშვნელოვნად იზრდება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, რაც ბუნებრივია, ძალზე პოზიტიურად აისახება კონსტიტუციური მართლმსაჯულების პრაქტიკაზე საქართველოში. საქართველოს პარლამენტი მოწოდებულია, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი განვითარებისა და მისი დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში. დღეს ჩვენი ქვეყანა და საკონსტიტუციო სასამართლო რომელიც მასპინძლობს ფორუმს, ქმნის შესანიშნავ პლატფრომას სამართლებრივ სივრცეში საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე მსჯელობისათვის" -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი