გორის საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება

04 ივლისი 2017, 00:00 2864 ნახვა

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება.  

''საქართველო გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ  საშუალებას იმისათვის, რომ მცოცავი ოკუპაცია შეაჩეროს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნესბიმერი ფაქტი რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ  მთლიანობას ხელყოფს,  მტკიცეთ იყოს დაგმობილი. - ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი  თენგიზ ფხალაძე. 

გიორგი მარგველაშვილის დავალებით ინფორმაცია პარტნიორ ქვეყნებს, მეგობარ სახელმწიფოებსა და  საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.  არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება - ამბობს ფხალაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერშუეთთან, საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი განსახილველად 11 ივლისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დადგება.
 

ამავე კატეგორიაში