ე.წ. ციანიდის  საქმე

04 ივლისი 2017, 00:00 2218 ნახვა

7 საათზე მეტია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე  მსჯელობენ თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეს სხდომაზე ექსპერტები დაიკითხნენ. მათ შორის არიან სპეციალისტები, რომლებმაც ექსპერტიზა ჩაატარეს სამართალდამცველების მიერ ამოღებულ ნივთიერებაზე. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ეს ციანიდია, რომლის დანიშნულებაც ოქროს ამოყვანაა. გარდა ამისა, ბრალდებული სასულიერო პირის ინტერესების დამცველები ითხოვენ, რომ დეკანოზის სახლში ჩატარებულ ცეცხლსასროლ იარაღზე ჩატარდეს თითის ანაბეჭდების ექსპერტიზა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი