საპატრიარქო მცოცავ ოკუპაციაზე

08 ივლისი 2017, 00:00 1960 ნახვა

,,არა ოკუპაციას” ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში აქცია მიმდინარეობს. ამ ფორმით ახალგაზრდები მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. ამის პარალელურად კი საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ძალისხმევის გააქტიურება, რომ მცოცავი ოკუპაციის  პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს.“

ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სასაზღვრო ზოლის გადმოწევის საკითხს. გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ცნობამ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სასაზღვრო ზოლის გადმოწევის შესახებ საქართველოს მოსახლეობა აღაშფოთა.

ამავე კატეგორიაში