ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციური დემოკრატია არის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა

13 ივლისი 2017, 00:00 2964 ნახვა

აღმოსავლეთ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების დეესკალაცია იყო ერთ-ერთი საკითხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაში. ირაკლი კობახიძის განმარტებით მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობილი ურთიერთთანამშრომლობით.

ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციური დემოკრატია არის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა.

”გასული 26 წლის განმავლობაში, საქართველოში თვისებრივად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები. ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების როლი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ. საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ერთგული არიან დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. სახელმწიფოებრიობის 26-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანა გადადის დემოკრატიული კონსოლიდაციის თვისებრივად ახალ ეტაპზე. საქართველოში ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება. 

მისი მიზანია ქვეყნის ძირითადი კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან, სახელმწიფო მმართველობის ფორმის დახვეწა, საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და შედეგად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილის დამკვიდრება. კონსტიტუციური დემოკრატია არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი