საკონსტიტუციო სარჩელი

20 ივლისი 2017, 00:00 2368 ნახვა

მუსლიმთა სამმართველო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს, რომლითაც შიიტი მუსლიმები 2014 წლის დადგენილებას დისკრიმინაციულად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

საუბარია რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების საკითხზე, რომლის მისაღებადაც აუცილებელია ერთი აღმსარებლობის სახელით დარეგისტრირებულმა რელიგიურმა გაერთიანებებმა წარმომადგენლობითი საბჭოები შექმნან და ითანამშრომლონ. მსგავსი მოთხოვნა არ ეხება ქრისტიანული აღმსარებლობის გაერთიანებებს. ამბობენ, რომ ამით თანასწორობის უფლება ირღვევა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში