ბინები ეკომიგრანტებისთვის

24 ივლისი 2017, 00:00 2943 ნახვა

სოფელ ვაშლოვანში  მდებარე ახალაშენებულ სოციალურ სახლში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 59 ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცა. ეკომიგრანტთა განაცხადები სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა.

72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდა. ტერიტორიაზე სულ სამი 6 სართულიანი შენობა განთავსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3,5 მლნ ლარი გამოიყო. სოციალურ სახლში ამ ეტაპზე 13 ბინაა თავისუფალი.

ამავე კატეგორიაში