მეტეოროლოგიური პარამეტრების მკვეთრი ცვლილების გამო, კალიფორნიაში სანტა - კრუზის სანაპიროზე დიდი ზომის ღრუბლების მასა წარმოიქმნა. ღრუბლებს სიდიდისა და უჩვეულო ფორმის გამო ,,აპოკალიფსური” უწოდეს.
.mp4_20170810_132234.642.jpg)
ჰაერის მასები ოკეანის სიღრმიდან სანაპიროსკენ სწრაფად მოძრაობდა. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაბნელდა, იყო ძლიერი ხმაური და ქარი. როგორც მეტეოროლოგები განმარტავენ, ასეთი დიდი ზომის ღრუბლების წარმოქმნის წინაპირობაა- ცივი პრონტალური ჰაერის მასებისა და არსებული შტორმული პროცესების თანხვედრა.
წყარო :SPACE WEATHER PREDICTION CENTER
