გარდაიცვალა მატარებლის შეჯახებისას დაშავებული ქალი

19 აგვისტო 2017, 00:00 3082 ნახვა

ქალი, რომელსაც ბათუმში, თამარის დასახლებაში მატარებელი დაეჯახა დღეს დილით გარდაიცვალა.   გარდაცვლილი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 5 დღის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. ის კლინიკაში თავის მძიმე ტრავმით შეიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სატელევიზიო კომენტარი სამედიცინო დაწესებულებაში არ გააკეთეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა,  რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტეს შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში