გონიოს მცხოვრებლებს ჩამორთმეული მიწების დაბრუნების შანსი ეძლევათ

14 ივნისი 2016, 00:00 4535 ნახვა

ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ ხელვაჩაურის საკრებულოს იმავე კომისიის 2010 წლის გადაწყვეტიელბა შესაძლოა ბათილად გამოაცხადოს_განცხადება კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. თუმცა ლევან კინწურაშვილი საკითხზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების აქტის მიღების კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს. მისი განცხადებით, კომისია ხვალ 12 საათზე შეიკრიბება, სადაც უკვე მომზადებულ დოკუმენტში კომისიის წევრების ბოლო მოსაზრებები დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში თუ კომისია 2010 წლის გადაყვეტილებას ბათილად ცნობს, გონიოსა და კახაბრის 271 ოჯახს მიწის საკუთრების ჩამორთმეული უფლების აღდგენის შანსი ექნება. საკითხზე კომისია იმსჯელებს. აღნიშნული ინფორმაცია, ლევან კინწურაშვილმა დღეს საკრებულოსთან აქციის მონაწილეებს პირადად გააცნო, თუმცა მერიასთან დაბანაკებული გონიოს მცხოვრებლები მას არ ენდობიან და აქციას აგრძლებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში