უვადო პატიმრობამისჯილი გიორგი გელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

14 ივნისი 2016, 00:00 2104 ნახვა

უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული გიორგი გელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების საფუძველზე, "საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ ვინაიდან გიორგი გელაძეს მიერ დანაშაულის ჩადენისას მოქმედი კანონმდებლობა სანქციის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა, მას უნდა შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით", რაც სრულ თანხვედრაშია სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან. შესაბამისად, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან"-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში. 

ამავე კატეგორიაში