„ძლიერი საქართველო-ლელო“ პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს გაასაჩივრებს.
პარტიაში აცხადებენ, რომ მზად აქვთ სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგან მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ „ანტიკონსტიტუციური“ ქმედება, პირველ რიგში ლახავს, ევროკონვენციით განსაზღვრულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.