ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი

14 ივნისი 2016, 00:00 2033 ნახვა

ბათუმის სპორტსკოლის ჭიდაობის დარბაზში დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. გათამაშებაში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის საჭიდაო კლუბების 200-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. დავით ბედინაძის სახელობის რიგით მერვე ტურნირი ხვალ დასრულდება. დასახელდებიან ტურნირის გამარჯვებულები. 

ამავე კატეგორიაში