სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს

28 სექტემბერი 2017, 00:00 1991 ნახვა
00:00
00:00

კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტულ თამაშებში ქართველმა  სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.  გამარჯვებულებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ გადასცა. ქართველ სამხედროებს მატჩის დასრულებისთანავე გამარჯვება ლევან იზორიამ ვილნიუსიდან მიულოცა. სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში" სპორტის 6 სახეობაში მონაწილეობს. 

ამავე კატეგორიაში