ლაშა დეკანაძის სასამართლო პროცესი

02 ოქტომბერი 2017, 00:00 2038 ნახვა

11-12 მარტის მოვლენების დროს მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული ლაშა დეკანაძის სასამართლო პროცესი, დაცვის  მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

ადვოკატმა სასამართლოზე წარადგინა აუდიო ჩანაწერი, რომელიც ასახავს  პოლიციელების მოწმის სახით დაკითხვის პროცესს. სასამართლოზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული ვიდეო-მასალა გამოიკვლიეს, სადაც ლაშა დეკანაძე ავტომობილით ჩანს. დღესვე მოსამართლე დავით ჯაფარიძემ დამატებით ორი პოლიციელის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.

ლაშა დეკანაძე 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებული ერთადერთი პირია, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდება განსხვავებით დანარჩენი 18 პირისგან. მოსამართლე ლევან გელოვანმა მორიგი სასამართლო პროცესი 12 ოქტომბერს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში