მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაში გამარჯვებულები

06 ოქტომბერი 2017, 00:00 2309 ნახვა

''მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017''-ის გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს უწყების ხელმძღვანელი შეხვდა. ქართველი სპორტსმენი პოლიციელები სამინისტროს მედალიონებით - ''განსაკუთრებული დამსახურებისთვის'' დაჯილდოვნენ.

11-მა თანამშრომელმა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში სპორტის 5 სახეობაში იასპარეზა და 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიადა ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე  მეხანძრე-მაშველი  მონაწილეობს.

ამავე კატეგორიაში