ქუთაისში დღეს ხოსე კარერასი იმღერებს

18 ივნისი 2016, 00:00 2425 ნახვა

ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერალი ხოსე კარერასი საქართველოშია. დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს კონცერტს. ცნობილ ტენორთან ერთად რამდენიმე დუეტს ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია შეასრულებს. კონცერტზე დასწრება უფასოა.

ამავე კატეგორიაში