23-ე ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა

11 ოქტომბერი 2017, 00:00 3742 ნახვა

23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი პარასკევს განახლდება. ბათუმის ბაღების გაერთიანების უფროსის განმარტებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიების შედეგად, მავნებელი ამ დროისთვის განადგურებულია.

სკოლამდელი დაწესებულების ეზო, როგორც ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, ორშაბათს ქიმიური პრეპარატით დამუშავდა, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით სააღმზრდელო პროცესი 13 ოქტომბრამდე გადაიდო. ამ დროისთვის ბაღების გაერთიანებაში, მსგავსი შეტყობინება სხვა სკოლამდელი დაწესებულებიდან არ შესულა. შეგახსენებთ, 23-ე ბაღში სააღმზრდელო პროცესი აზიური ფაროსანას გავრცელების  გამო შეწყდა.

ამავე კატეგორიაში