სლოვაკი და ჩეხი ხელოვანების ერთობლივი პროექტის გამოფენა

18 ივნისი 2016, 00:00 2209 ნახვა

დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით, დუშან ზაჰორანსკისა და პავლა სცერანკოვას ნამუშევრების ნახვა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეშია შესაძლებელი. სლოვაკი და ჩეხი ხელოვანების ერთობლივ პროექტს "ბრძოლის შემდგომი სიბრძნის სამინისტრო" ჰქვია. გამოფენის კონცეფცია და იდეა მოდის ინგლისური გამოთქმიდან "ომის შემდეგ ყველა გენერალია". ინსტალაცია, ვიდეო არტი და ფოტოგრაფია _ ბათუმური პერფორმანსისთვის დუშან ზაჰორანსკიმ მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარიც წარადგინა, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს მოამზადა. ის 1996 წელს ვენეციის ბიენალეს მონაწილე იყო. ამჟამად ჰრადეც-კრალოვეს უნივერსიტეტში ხელოვნებას ასწავლის. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში