სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა ჩვენი კეთილი ნებაა, როდესაც ბრიუსელი ამ ნებას დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს - პაპუაშვილი

31 ოქტომბერი 2025, 16:16 125 ნახვა

სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა ჩვენი კეთილი ნებაა, როდესაც ბრიუსელი ამ  ნებას დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს მათ საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბრიუსელი საქართველოს მიერ სანქციების დაცვას პროპაგანდით პასუხობს.

„საინტერესოა, რომ ბრიუსელი ჩვენს მიერ სანქციების სისტემის დაცვას ამგვარი დაფინანსებული პროპაგანდით პასუხობს. ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციები დაწესებული არ აქვს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა საქართველოს ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა.

როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ბრიუსელის საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ამაზე ითქმის – მადლობის მაგიერიო“, – წერს პაპუაშვილი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე