ღოღობერიძისა და ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2097 ნახვა

11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი დღეს 13 საათზე მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. გუშინდელი სხდომა 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დაიკითხა 6 მოწმე, მათ შორის გამომძიებლები და ექსპერტები. ერთ-ერთი გამომძიებელი მალხაზ ჯიჯავაძე თავს დაზარალებულად აცხადებდა.
 

ადვოკატმა პაატა შავაძემ კი მოწმის ჩვენებას ბუნდოვანი უწოდა. კიდევ ერთი მოწმის რომან გელაძის განცხადებით მან დაინახა თუ როგორ უწევდა ორგანიზებას მეორე ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია ის მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს შეგროვებინატ ფული პიროტექნიკის შესაძენად. გუშინვე ირაკლი ჩხვირკიამ პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ იგი არ დააკმაყოფილა

ამავე კატეგორიაში