პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

22 ივნისი 2016, 00:00 2583 ნახვა

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების საკითხზე დღეს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. კანონმდებლები უფასო სარეკლამო დროის ახლებური პრინციპით გადანაწილების საკითხზე მომზადებულ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტის მიხედვით, უფასო სარეკლამო დრო 11 პოლიტიკურ სუბიექტზე უნდა გადანაწილდეს. გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა შესაძლოა საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადება მიიღოს. პროექტის თანახმად, დაცული უნდა იყოს დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები. დეპუტატ ვიქტორ დოლიძის ავტორობით მომზადებულ დოკუმენტს ხელს პარლამენტში არსებული ყველა ფრაქცია აწერს, გარდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა". 

ამავე კატეგორიაში