''კონტექსტი'' აჭარის ტელევიზიის ეთერში

15 ნოემბერი 2017, 00:00 3704 ნახვა

დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერით გადაცემა "კონტექსტი" გავა. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არსებული რისკები და გამოწვევები, რუსული პროპაგანდა და ოკუპირებული რეგიონები.

გადაცემის ძირითადი თემატიკა უსაფრთხოებას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაეთმობა. გადაცემის წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი იქნება, ხოლო ჟურნალისტი გიორგი წეროძე. “კონტექსტი” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 22:00-ზე გავა.

ამავე კატეგორიაში