ბათუმის პორტში ფრანგული სამხედრო ხომალდი შემოვიდა

23 ნოემბერი 2017, 00:00 2803 ნახვა

ბათუმში ფრანგული სამხედრო ხომალდის ეკიპაჟისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლების ერთობლივი სწავლება გაიმართება. საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდის "გეპრატის" ვიზიტის ფარგლებში ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის, ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები ჩატარდება.

სამხედრო ფლოტი ბათუმის პორტში დღეს შემოვიდა. ხომალდის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, ცერემონიალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და ფრანგული ფრეგატის კაპიტანი ჟაკ მალარი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სანაპირო დაცვის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან.  

დაგეგმილია მეგობრული საფეხბურთო მატჩი "გეპრატის" წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის. 


საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი ნავსადგურს 25 ნოემბერს დატოვებს.

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში